0-6 წლამდე ბავშვების მშობლებისა და აღმზრდელებისთვის ახალი საინფრომაციო ვებ-გვერდი შეიქმნება

ადრეული ასაკის ბავშვების (0-6 წლამდე) განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნება ახალი საინფორმაციო ვებ-გვერდი მშობლებისა და აღმზრდელებისთვის.

16-17 მაისს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა მონტენეგროში, ქალაქ ტივატში, სადაც კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების წარმომადგენლები, ქეთევან კალანდაძე და ცირა ბარქაია  შავი ზღვის რეგიონულ 5 ორგანიზაციის (სერბეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ალბანეთი, კოსოვო და სომხეთი) წარმომადგენლებთან ერთად ვებ-გვერდის კონცეფციის განვითარებაზე მუშაობდნენ. ვებ-გვერდი იქნება 7 ენაზე, მათ შორის ქართულ და ინგლისურ ენებზე.
აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ადრეულ ასაკში ბავშვის მიღწევების ხელშეწყობა დახვეწილი სწავლების გზით“ (START) ფარგლებში, World Vision გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით.