“ყვარლის რაიონი ახალგაზრდული ასოციაცია” კოალიციაში გაწევრიანდა

კოალიციაში  5 აპრილიდან  „ყვარლის რაიონის ახალგაზრდული ასოციაცია„ გაწევრიანდა. ახალგაზრდული ასოციაციაცია წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის წევრები ბავშვები და ახალგაზრდები არიან.

ახალგაზრდული ასოციაციის საქმიანობის მიზნებია:

  1. ახალგაზრდებმა შეიტანონ წვლილი ყვარლის განვითარებაში
  2. ახალგაზრდებს მიეცეთ იდეების განხორცილების საშუალება
  3. სამოქალაქო აქტივიზმი

ახალგაზრდული ასოციაციის ხედვა კოალიციის საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით:

„… მოგეხსენებათ ორგანიზაციის წევრები არიან არასრულწლოვნები, 15 წლის ზემოთ პირები. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია უფრო მკაფიოდ ვისაუბროთ ბავშვთა უფლებებზე და მათ მოვალეობებზე. გვაქვს საინტერესო იდეები და ამავდროულად ჩვენ ვართ კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს აქ მყოფ ახალგაზრდებთან საკმაოდ დიდი მუშაობის გამოცდილება… “

კოალიცია უკვე ბავშვთა  და ახალგაზრდების კეთილდღოების სფეროში მოღვაწე 49 ორგანიზაციას აერთიანებს.

გაცნობებთ, რომ კოალიციაში გაწევრიანების მსურველთათვის  20 მარტიდან ახალი მოქნილი მექანიზმი ამოქმედდა. გაწევრიანების შესახებ  დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ- გვერდზე:http://ccy.ge/wevrebi/gawevrianeba/