ანა აბაშიძე ChilPact-ის საბჭოს წევრად აირჩიეს

ანა აბაშიძე არჩეულ იქნა ChildPact-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. კოალიციის წარმომადგენელი პირველად იქნა არჩეული რეგიონული კოალიციების გაერთიანების  ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციაზე და წარმატებებს ვუსურვებთ ანა აბაშიძეს აღნიშნულ პოზიციაზე.

19 აპრილს  გაიმართა რეგიონული კოალიციების გაერთიანების ChildPact -ის საერთო კრება. საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნენ პრეზიტენდი და სამეთვალყურეო საბჭოს 2 წევრი,  3 წლის ვადით.

ChildPact – ის  სამეთვალყურეო საბჭო, არის მმართველი ორგანო, რომელიც ახორციელებს წევრების საერთო კრების მიერ  დამტკიცებული სტრატეგიული მიმართულებების აღსრულებას. საბჭოში შედის  სულ 5 ადამიანი: პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი და 3 წევრი ორგანიზაცია.