ოჯახის მხარდამჭერი და ალტერნატიული მომსახურებების გაძლიერების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

სამუშაო ჯგუფის მიზანია ოჯახის მხარდამჭერი (დღის ცენტრები, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, მიუსაფარ ბავშვთა მომსახურება) და ალტერნატიული მომსახურებების (მცირე საოჯახო სახლი, მინდობით აღზრდა) საჭიროებების იდენტიფიცირება და მისი ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

სამუშაო ჯგუფში ამ ეტაპზე კოალიციის წევრი 16 ორგანიზაციაა გაწევრიანებული. სამუშაო ჯგუფის  საქმიანობა მოიცავს ბავშვთა მხარდამჭერ და ალტერნატიულ მომსახურებების შესახებ პოლიტიკური დოკუმენტის მომზადებას, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვასა და  განხორციელებას.

ჯგუფი ფუნქცინირებს 2019 წლის 5 აპრილიდან  2019 წლის ბოლომდე.