ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შიდა დოკუმენტი საბჭომ განიხილა

კოალიციის საბჭო იმუშავებს ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შიდა დოკუმენტს, რომელიც გავრცელდება კოალიციისა და კოალიციის წევრი ორგანიზაციების საქმიანობაზე. დოკუმენტი მოიცავს ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის 4 ძირითად კომპონენტს:

  1. ცნობიერების ამაღლება
  2. პრევენცია
  3. შეტყობინება
  4. რეაგირება

.28 სექტემბრის საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა დოკუმენტის სამუშაო ვერსია.  ასევე განხილულ იქნა ახალი საპროექტო იდეები ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით.