ჩვენს შესახებ

 კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზდებისთვის არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანება/რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომლის მიზანია  ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა

კოალიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
კოალიციის ძირითად საქმიანობას წარმოადგნეს ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების ადვოკატირება ეროვნულ  და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის რეგიონალურ და საერთაშორისო კოალიციებში წევრობის მეშვეობით. კოალიცია ამჟამადფოკუსირებულია ოთხი თემატური მიმართულების ირგვლივ და მისი საქმიანობა მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

  • ბავშვთა და ახალგაზრდათა კეთილდღეობის არსებული სისტემის ანალიზი და  საჭიროებების გამოკვეთა
  • ბავშვთა და ახალგაზრდათა კეთილდღეობის სისტემაში საჭირო ცვლილებების განხორციელების ხელშეწყობა ადვოკატირების გზით
  • ეროვნულ კანონმდებლობაში საერთაშორისო სტანდარტების ასახვის ხელშეწყობა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების გზით
  • ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების დაცვის ახალი მექანიზმების შექმნა და არსებულის სრულყოფის ხელშეწყობა
  • საზოგადოების ინფორმირება და ჩართულობის ხელშეწყობა
  • ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების დაცვის მონიტორინგი
  • სხვა აქტივობა, რომელიც ემსახურება კოალიციის მიზნებს

გაწევრიანების დინამიკა