ისტორია

კოალიციის ჩამოყალიბების საკითხი შეთავაზებულ იქნა მხარეებისთვის ქართულ-რუმინული სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე 2012 წლის 23 თებერვალს და ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება კოალიციაში გაწევრიანების მსურველ 22 არასამთავრობო ორგანიზაცის შორის მიღწეულ იქნა 2012 წლის 24 თებერვალს ჩატარებულ შეხვედრაზე. კოალიციის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი შემუშავდა 2012 წლის 26-27 მარტს და მას ხელი მოწერა 2012 წლის 1 ივნისს. კოალიციის წესდებაემუშავდა 2012 წლის 20-21 სექტემბერს ყვარელში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. იმავე შეხვედრაზე არჩეულ იქნა კოალიციის თავმჯდომარე ნოდარ თოფურიძე და აღმასრულებები მდივანი ია დადუნაშვილი.

  • 2013 წლის 30 სექტემბერს ჩატარდა არჩევნები სადაც აირჩა კოალიციის საკოორდინაციო საბჭო, მისი თავმჯდომარე და დაინიშნა აღმასრულებელი მდივანი (შეხვედრის ოქმი). 
  • 2013 წლის ოქტომბრიდან – 2013 წლის მაისამდე კოალიციას  შეემატა 18 ახალი ორგანიზაცია. 
  • 2014 წლის 30 სექტემბერს ჩატარდა შეხვედრა სადაც აირჩა კოალიციის საკოორდინაციო საბჭო, მისი თავმჯდომარე, დაინიშნა აღმასრულებელი მდივანი და მიღებულ იქნა 11 ახალი წევრი ორგანიზაცია (შეხვედრის ოქმი და დანართი). 
  • 2015 წლის 6 ივნისს კოალიციას შეემატა 3 ახალი ორგანიზაცია. 
  • 2016 წლის 13 დეკემბერს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი წესდების თანახმად დარეგისტრირდა არასამეწარმეო იურიდიულ პირად.