ჟურნალისტებისთვის კოალიციის წევრი ორგანიზაციების მომსახურებებში მედია ტური გაიმართა
მედიის წარმომადგენლები 28 აპრილს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის წევრ ორგანიზაციებს ესტუმრნენ, რომლებიც მომსახურებას აწვდიან ბავშვებსა და ახალგაზრდებს. პროექტი ,,გაერთიანებული ხმა ბავშვებისთვის” მხარდაჭერით განხორციელებული საველე ვიზიტების მიზანი იყო: კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მომსახურებების მიმწოდებელი წევრი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების ინფორმირებულობის გაზრდა და მედიის წარმომადგენლების დაინტერესება ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევებით. მასპინძელი ორგანიზაციების SOS ბავშვთა სოფლის, პირველი ნაბიჯისა და WORLD VISION- ის მომსახურებების ხელმძღვანელებმა ასევე პროექტებისა და მიმართულებების სპეციალისტებმა დეტალურად გააცნეს ჟურნალისტებს მომსახურებების მიღწევები და ამასთანავე ისაუბრეს მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ჟურნალისტები უშუალოდ შეხვდნენ მომსახურებებში მომუშავე პროფესიონალებს ბავშვებს, რომლებაც მათ გაუზიარეს საკუთარი გამოცდილებები. დღე ემოციური, აღმოჩენებით სავსე და საინტერესო აღმოჩნდა ყველა მონაწილისთვის რისთვისაც პროექტის სახელით მადლობას ვუხდით სამივე ორგანიზაციას.