გიგი დედალამაზიშვილი და ჯგუფი „მგზავრები“ კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მხარდამჭერები გახდნენ

11 აპრილს, პოპულარულ ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტმა და ლიდერმა გიგი დედალამაზიშვილმა და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ საბჭოს თავმჯდომარემ მაია მგელიაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის, განვითარებისა და დახმარების პროექტებში, რომელსაც ახორციელებს კოალიცია, ჯგუფ „მგზავრების“ ჩართვა და საზოგადოებრივი ავტორიტეტის გამოყენება.

მემორანდუმი 1 წლის ვადით გაფორმდა.

17884073_1305021939587095_2057328249435856726_n 17903624_1305025159586773_2375090321866441194_n