INSPIRE სტრატეგიების ადვოკატირების ტრენინგი CHILDPACT-მა ჩაატარა

INSPIRE არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული რესურსი ყველასთვის, ვინც მუშაობს ბავშვთა და მოზარდთა მიმართ ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაზე, იქნება ეს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება თუ კერძო სექტორი. ის წარმოადგენს საუკეთესო ხელმისაწვდომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შერჩეული სტრატეგიების ერთობას, რათა დაეხმაროს ქვეყნებსა და თემებს, გააძლიერონ თავიანთი ყურადღება იმ პრევენციულ პროგრამებსა და მომსახურებებზე, რომლებსაც ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირების მეტი პოტენციალი აქვთ.

საქართველო არის  INSPIRE -ის გზამკვლევი ქვეყანა, შესაბამისად სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვების დაცვა ძალადობისა და უგულებელყოფისგან  და აიღოს პასუხისმგებლობა ძალადობის პრევენციისათვის შესაბამისი პროგრამების განხორციელებაზე.

სწორედ INSPIRE  სტრატეგიების  ეფექტური ადვოკატირების მიზნით  კოალიციის წარმომადგენელი ქეთევან კალანდაძე ესწრებოდა თურქეთში, ქალაქ  სტაბულში, 1-3 ივლისს,  რეგიონული კოალიციების გაერთიანების ChildPact-ის მიერ ორგანიზებულ INSPIRE ადვოკატირების ტრენინგს.