ჯანდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბებულ CCM საბჭოში კოალიციის 4 წარმომადგენელი იქნება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრის 8 აპრილის ბრძანებით, დამტკიცდა “ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისათვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო” (CCM).  საბჭო თავის შემადგენლობაში აერთიანებს სამთავრობო დაწესებულებებს, არასამთავრობო, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

აღნიშნულ საბჭოს შემადგენლობაში  კოალიციის 4 წარმომადგენელი ორგანიზაცია შევიდა:

  1. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  2. გადავარჩინოთ ბავშვების საქართველოს ოფისი
  3. საქართველოს ასოციაცია SOS ბავშვთა სოფელი
  4. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

საბჭოს პირველი შეხვედრა 2019 წლის 19აპრილს გაიმართა. პირველი შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის და შეხვედრაზე საბჭოს წევრებს წარუდგინეს 4 სამუშაო კომიტეტი, რომელიც სამომავლოდ ჩამოყალიბდება:

  • სოციალური მუშაობის განვითარების კომიტეტი
  • პრევენციისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერების კომიტეტი
  • ალტერნატიული მომსახურებების განვითარება და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კომიტეტი
  • ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა მონიტორინგის სისტემის განვითარების კომიტეტი

CCM საბჭო ფუნქციონირებს პროექტის „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში  და მისი  მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის შემდგომ განვითარებას, ერთიანი ეროვნული პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც გააღრმავებს ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების (მათ შორის, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ორგანეობი, ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები), თუ არასამთავრობო, დონორი,  საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების უწყებათაშორის თანამშრომლობას.