კოალციაში შეიქმნა ადრეული და სკოლამდელი ბავშვების განათლებისა და აღზრდის ხელშეწყობის (ECEC) სამუშაო ჯგუფი

სამუშაო ჯგუფის მიზანია ადრეული და სკოლამდელი ბავშვების განათლებისა და აღზრდის ხელშეწყობა ცნობიერების ამაღლებისა და ავდოკატირების გზით. ჯგუფის სამუშაო პროცესში შეირჩევა საადვოკატო მწვავე საკითხები  და მოხდება შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

სამუშაო ჯგუფს კოორდინირებას უწევს კოალიციის სამდივნო და მასში გაწევრიანებულები არიან კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

  1. კივიტას გეორგიკა
  2. World Vision საქართველო
  3. გადავარჩინოთ ბავშვების საქართველოს ოფისი
  4. მაკლეინის ასოციაცია
  5. სტუდია ეიდისი

სამუშაო ჯგუფი კოალიციის საბჭოს გადაწყვეტილებით 2019 წლის 20 მარტს დამტკიცდა და  ჯგუფმა უნდა შეასრულოს თავისი მიზნები 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე.

სამუშაო ჯგუფის ინიცირება  World Vision გერმანიის მიერ დაფინანსებული პროექტის “ადრეულ ასაკში ბავშვის მიღწევების ხელშეწყობა დახვეწილი სწავლების გზით” ფარგლებში მოხდა.