კოალიციამ ახალი პროექტი დაიწყო ადრეული და სკოლამდელი ბავშვების განათლებასა და აღზრდის ხელშეწყობისათვის

კოალიცია  “World Vision Deutschland e.V „ ფინანსური მხარდაჭერით და Agroinvest Foundation Serbia-თან თანამშრომლობით  5 ქვეყანასთან ერთად ჩაერთო რეგიონულ პროექტში “ადრეულ ასაკში ბავშვის მიღწევების ხელშეწყობა დახვეწილი სწავლების გზით” (START – Supporting Toddlers/Pre-schoolers Achievement through Refined Teaching).

პროექტი ხორციელდება 6 რეგიონში: საქართველო, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ალბანეთი, კოსოვო, სომხეთი. იგი გაგრძელდება 2020 წლის ოქტომბრის ჩათვლით.  პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადრეული ბავშვების განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.

პროექტის ამოცანები: 

  1. გავზარდოთ მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ქვემოდან -ზემოთ მიმართული მიდგომა,  ვუზრუნველყოთ ძირითადი დაინტერესებული მხარეების  ხელმისაწვდომობა ცოდნაზე   (აღმზრდელი/პრაქტიკოსი, მშობელი)  ადრეული ასაკის ბავშვების განათლებასა და აღზრდასთან დაკავშირებით (ECEC)
  2. რეგიონალურ და ნაციონალურ დონეზე (6 ქვეყანაში) ცნობიერების ამაღლება ადრეული ასაკის ბავშვების განათლებისა და აღზრდის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე.

პროექტის აქტივობები:

  1.  START საგანმანათლებლო პლატფორმის შემქნა (ვებ-გვერდი 6 ენაზე)
  • START პლატფორმისთვის მასალების მომზადება და განთავსება
  1. აუთრიჩ სტრატეგია ყველაზე მოწყვლადი ოჯახებისთვის (როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება მათვის ვისაც არ დაყავს ბავშვი სკოლამდელ დაწესებულებაში)
  2. თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა
  • თემატურ სამუშაო ჯგუფის მიერ აქტივობებისა და ადვოკატირების განხორციელება
  • პოლიტიკური ანალიზის დოკუმენტის მომზადება
  • სხვა დამატებითი აქტივობები