კოალიცია ახალ პროექტს იწყებს „Raise up Children’s Voice!“

კოალიცია ბავშვთა უფლებების ეფექტური დაცვის მიზნით ახალ პროექტს ” Raise up Children’s Voice”  იწყებს!

დონორი: ბულგარეთის დახმარება  განვითარებაში

ხანგრძლივობა: 1 წელი

ბიუჯეტი: 41193 BGN

პროექტის მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების კოალიციის გაძლიერება და ახალი მეთოდოლოგიით აღჭურვა საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. პროექტი განხორციელდება ბულგარელი პარტნიორი კოალიციის „National Network for Children” წარმატებული პრაქტიკისა და მონიტორინგის ახალი მეთოდოლოგიის “Report Card” გაზიარებითა და საქართველოში დანერგვით.

პროექტის ფარგლებში მოხდება  ქართველი და ბულგარელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება, ახალი მეთოდოლოგიის გაცნობა, საქართველოში  ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გამოწვევების  ეფექტური იდენტიფიკაცია და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დასახვა.

პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი საქართველოში ბულგარეთის  რესპუბლიკის ელჩმა, ქალბატონმა დესისლავა ივანოვამ  და კოალიციის თავჯდომარემ, ქალბატონმა ანა არგანაშვილმა, 2019 წლის 25 აპრილს მოაწერეს.