კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

logo

მემორანდუმის მიზანია, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობით  ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის გაუმჯობესება. დასახული მიზანი შესაძლებელი ხდება ისეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების მხარდაჭერით, როგორიც არის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“.   

მემორანდუმის ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დობილ კომპანიასთან „რუსთავის წყალთან“ ერთად კოალიციის წევრი 4 ორგანიზაციის: sos ბავშვთა სოფელი, დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია /
Divine Child Foundation of Georgia; პირველი ნაბიჯი, საქართველოს კარიტასის მომსახურებებს:  2 ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლს, 2 მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს, 1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს  1 წლის განმავლობაში გაანთავისუფლებს წყლის გადასახადისგან:

მოხარულები ვართ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დობილ კომპანიებთან ერთად, მომავალშიც აქტიურად აპირებს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გრძელვადიანი პროექტების განხორციელებას და სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს სოციალური პასუხისმგებლობისკენ.