კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თემატურმა ჯგუფებმა ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევნები ჩაატარა და 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები განსაზღვრა

თემატურმა ჯგუფებმა  იმსჯელეს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 2017 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით განხორციელებულ ოთხ სამუშაო შეხვედრაზე რომელიც გაიმართა ა.წ თებერვალში. თემატური ჯგუფის შეხვედრებზე  საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე ჩატარდა თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევნები ფარული კენჭისყრით და განისაზღვრა თემატური ჯგუფების ხელმძღვანელი ორგანიზაციები:

I  თემატური ჯგუფი-მიტოვების პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება

I-ა-მიტოვების პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ჯგუფის ხელმძღვანელია ორგანიზაცია: გადავარჩინოთ ბავშვები წარმომადგენელი: ანა ლაღიძე.

I-ბ მიტოვების პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება ტიპიური განვითარების მქონე ბავშვებისათვის ჯგუფის ხელმძღვანელია ორგანიზაცია: პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის, წარმომადგენელი: გია კაკაჩია.

II თემატური ჯგუფი-არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ჯგუფის ხელმძღვანელია ორგანიზაცია: ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის, წარმომადგენელი ანტონ ქელბაქიანი

III თემატური ჯგუფი-ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა ძალადობისა და უგულებელყოფისგან, ჯგუფის ხელმძღვანელია ორგანიზაცია: აქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, წარმომადგენელი ქეთევან მარგალიტაძე

IV თემატური ჯგუფი-ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების საკითხები ჯგუფის ხელმძღვანელია ორგანიზაცია: ორგანიზაცია SOS ბავშვთა სოფელი, წარმომადგენელი ნინო ჭითანავა

ძირითადი საადვოკატო საკითხები რომელიც 2017 წლის გეგმის ნაწილი უნდა გახდეს თემატური  ჯგუფის ხელმძღვანელმა ორგანიზაციებმა წარადგინეს კოალიციის საბჭოს 2 მარტის შეხვედრაზე.DSC01616 DSC01614 DSC01623