კოალიცია ბავშვებისა და ახლგაზრდებისთვის საბჭოს შეხვედრა 2017 წლის სამოქმედო გეგმის განსაზღღვრას დაეთმო

2017 წლის 2 მარტს გამართულ შეხვედრაზე კოალიციის საბჭომ იმსჯელა კოალიციის პრიორიტეტებსა და 2017 წლის გეგმაზე. საკითხები, რომლის აქტიური ადვოკატირება იგეგმება 2017 წელს თავის მხრივ შეიმუშავა თემატურმა ჯგუფებმა და შეხვედრაზე წარმოდგენელი აღნიშნული ჯგუფების ხელმძღვანელების მიერ. კოალიციის საბჭო შეთანხმდა ასევე ადვოკატირების სტრატეგიაზეც, რომელიც გულისხმობს ადვოკატირების პროცესში აქცენტი გააკეთოს არსებულ პრობლემურ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც სახელმწიფო ინსტიტუტების გააქტიურების გზით იქნება შესაძლებელი. წარმოგიდგენთ საკითხებს რომლის ადვოკატირებზეც იმუშავებს კოალიცია:

-რეფორმის მიღმა დარჩენილი ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვები

-ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების  დღის ცენტრების განვითარება/დახვეწა

-სოციალური სამსახურის რეფორმა/პროცესის მხარდაჭერა/რეკომენდაციები

– შშმ დღის ცენტრების მომსახურების დახვეწა

– ინკლუზიური განათლება

– მომსახურებების უწყვეტობის ადვოკატირება

– მეორადი დონის დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის ანალიზი

-არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემეტაციის პროცესში გამოკვეთილი პრობლემების კვლევის შედეგების ადვოკატირება

-ძალადობის რეფერირების მონიტორინგის განხორციელების ადვოკატირება

-ბავშვთა ექსპლუატაცია ქუჩაში

-ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაცია

-ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების მხარდამჭერი პოლიტიკის კონცეფციის ადვოკატირება

-კვლევა- ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების მდგომარეობის შეფასება

საბჭო ასევე შეთანხმდა,რომ თემატური ჯგუფების მიერ მოხდება თითოეული საკითხის ირგვლივ დეტალური სამოქმედო გეგმისა და შესრულების ინდიკატორების გაწერა.

 

DSC01656 DSC01646