კოალიცია ბავშვთა კოდექსის შემუშავების პროცესში ჩართვის მოთხოვნით კომიტეტს მიმართავს

კოალიციამ 2018 წლის 20 აპრილს  წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარეს, ქალბატონ სოფიო კილაძეს,  რათა კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაეცნონ ბავშვთა კოდექსის არსებულ პროექტს (აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს 2017 წლის 11 ივნისიდან). „კოალიციის ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ მიზანია, კოდექსის შემუშავების პროცესში აისახოს ყველა ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც კოალიციაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წლების განმავლობაში ბავშვთა საკითხებზე მუშაობის პროცესში დააგროვეს, რისთვისაც აუცილებლად მიგვაჩნია სამუშაო პროცესში კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა.

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის სტანდარტის შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ბავშვთა დაცვის სფეროში სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანონ სახელმწიფოში ბავშვთა უფლებების პოლიტიკის შემუშავებასა და მონიტორინგში.