კოალიცია საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდრა

NDI

 

 

 

 

 

ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის საკითხების ადვოკატირების მიზნით, ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობის ფარგლებში, ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციამ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერია დაიწყო.

კერძოდ,  კოალიციის წარმომადგენლები შეხვდნენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარეს, ბატონ აკაკი ზოიძეს და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მარიამ ჯაშს. შეხვედრების ფარგლებში, ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს, განხილვის ეტაპზე არსებული ბავშვთა კოდექსის პროექტის თაობაზე, კოალიციის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები გააცნეს, ასევე,  ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ბატონ აკაკისთან შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის გაუმჯობესებისათვის ფუნქციური სამოქმედო გეგმის არსებობა, რისთვისაც ბატონი აკაკი გამოთქვამს  სურვილს გამოიყენოს კოალიციის ექსპერტული მოსაზრებები და გეგმები სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

იგეგმება  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან ისეთ საკითხებზე მუშაობა,  როგორიცაა, ზოგადსაგანმანათლებლო  სისტემაში რეპროდუქციული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შეტანა, არსებული სკოლა-პანსიონების სამართლებრივ ჩარჩოსა და საქმიანობის სტანდარტებზე მუშაობა და ა.შ.

კოალიცია აგრძელებს პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია არა ერთი ახალი სამუშაო ფორმატის შექმნა, რაც სამოქალაქო საზოგადოებას, საპარლამენტო დონეზე რეალური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.