კოალიციას ახალი თავმჯდომარე და მისი მოადგილე უხელმძღვანელებენ

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების 2019 წლის 5 ივნისის საბჭოს  გადაწყვეტილებით, არჩეულ იქნა კოალიციის ახალი თავმჯდომარე – სალომე ჭიჭინაძე და მისი მოადგილე – ცირა ბარქაია, რომლებიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2 წლის ვადით დაინიშნენ.

გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ კოალიციის ყოფილ თავმჯდომარეს ანა არგანაშვილს  კოალიციის გაძლიერებისა და ბავშვთა და ახალგაზრდების უფლებების ადვოკატირებისათვის  გაწეული შრომისათვის! ახალ თავმჯდომარესა და მის მოადგილეს კი ვუსურვებთ წარმატებებს კოალიციის ხელმძღვანელობის პროცესში.

საბჭოს გადაწყვეტილების საჯარო რეესტრი რეგისტრაციის (1 ივლისი, 2019) შესაბამისი დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე