კოალიციის გაფართოებული (კვარტალური) შეხვედრა

2014 წლის 24 ივნისს გაიმართა კოალიციის კვარტალური შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო, კოალიციის წევრებისა და მოწვეული სტუმრებისათვის გაეცნო შემდეგი ორი თემატური ჯგუფის მიღწევები და მომავალი გეგმები:

1. პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები;

2. მზრუნველობიდან გასვლის საკითხები.

 ორივე თემატური ჯგუფის წარმომადგენლებმა მოახდინეს ჯგუფების ხედვისა და პრიორიტეტული საკითხების პრეზენტაცია.

 თემატური ჯგუფის –  მზრუნველობიდან გასვლის საკითხები, წარმოდგენილი იყო ჯგუფის მიერ შემუშავებული ზრუნვიდან გასვლის კონცეფცია. კონცეფცია მოიცავს მზრუნველობიდან გასვლის სისტემის ამჟამინდელ მდგომარეობას – სტატისტიკა, სთეიქოლდერების ჩამონათვალი, სამიზნე ჯგუფები. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, იდენტიფიცირებულია საჭიროებები და შემუშავებულია რეკომენდაციები სახელმწიფოსათვის მზრუნველობიდან გასვლის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

თემატური ჯგუფის – პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები პრეზენტაცია, ძირითადად  ფოკუსირებული იყო ადვოკატირების შემდეგ პრიორიტეტულ საკითხებზე:

  • სახელმწიფო ზრუნვაში/ყველა 24 სთ-იან მომსახურებაში ბავშვის განთავსების მკაცრი რეგულირება სახელმწიფოს მიერ;
  • ოჯახების მხარდამჭერი მომსახურებებისა და ფინანსური დახმარების გაძლიერება და სტრუქტურათაშორისი რეფერირების სისტემის გაძლიერება;
  • უსახლკარობის გამო 24–საათიან ზრუნვაში განთავსების სიხშირის კვლევა და საცხოვრისით დახმარების მომსახურების გაძლიერება;
  • ძალადობაგანცდილი და მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებული ბავშვებისთვის/მშობლებისთვის სარეაბილიტაციო მომსახურებების გაძლიერება;
  • სოციალური მუშაკის კვალიფიკაციის გაძლიერება და უზრუნველყოფა საჭირო რესურსებით;
  • დღის ცენტრების პროგრამის დახვეწა არსებულ საჭიროებების მიხედვით – უნდა განისაზღვროს დღის ცენტრების პროგრამის დანიშნულება და შეფასდეს რამდენად არის მორგებული პროგრამა ამ მიზნებს;
  • ადრეული ჩარევის განვითარება და გავრცელება რეგიონებში;
  • არაფორმალური და პროფესიული განათლება;
  • სკოლამდელი განთლების ხელშეწყობა;

ალტერნატიული მომსახურებების განვითარება – ბიოლოგიური ოჯახის მხარდაჭერა, ფოსტერში მცხოვრები ბავშვების ინტეგრაცია, ახალი მომსახურების განვითარება.