კოალიციის საბჭო

კოალიციის აღმასრულებელი ორგანო არის საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აირჩევა საერთო კრების მიერ  ფარული კენჭისყრით, საბჭო ახორციელებს აღმასრულებელ ფუნქციას და პასუხისმგებელია საერთო კრების მიერ დამტკიცებული სტრატეგიის, პოლიტიკისა და რეგულაციების სათანადოდ დაგეგმვასა და განხორციელებაზე.საბჭო შედგება 7 წევრისგან, რომელთა ნომინირება და შერჩევა ხდება საერთო კრების მიერ ხმათა უმრავლესობით. საბჭოს წევრები აირჩევიან ორი წლის ვადით.

საბჭოს თითოეულ წევრს შესაძლოა ჰქონდეს შესაბამისი როლი კოალიციის სტრატეგიული სექტორის მიმართულებით (მაგ. შესაბამისი სამუშაო ჯგუფის კოორდინირება). საბჭოს წევრები პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი მიმართულების განვითარებასა და მიმართულებებს შორის თანამშრომლობაზე.

საბჭოს წევრები არ მოქმედებენ პირადი სახელით, არამედ მათ მიერ წარდგენილი ორგანიზაციის სახელით.საბჭო შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს კოალიციის საერთო სტრატეგიას და სექტორულ სტრატეგიებს (მათ შორის ლობირებისა და ადვოკატობის სტრატეგიას, ფონდების მოძიებისა და მოზიდვის სტრატეგიას, საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიას, და ა.შ.);

საბჭო შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს კოალიციის ადმინისტრაციულ და ტექნიკურ სტრუქტურას, შეიმუშავებს სექტორული მიმართულებების  სამუშაო აღწერილობას.

საბჭო შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს დროებითი სადისციპლინო კომისიის საქმიანობის შემადგენლობას და ეთიკის სტანდარტებს;

საბჭოს უფლება აქვს შეიმუშაოს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგინოს კოალიციის წევრობის დამატებითი კრიტერიუმები.

საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე წელიწადში 2-ჯერ.

საბჭოს უფლება აქვს, განსაზღვრული ვადით დანიშნოს პირი/პირები (აღმასრულებელი დირექტორი, ფინანსური დირექტორი და ა.შ.), რომლებსაც დააკისრებს აღმასრულებელ ფუნქციებს კოალიციის მართვის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საბჭოს შემადგენლობა:

1.World Vision International-ის საქართველოს ფილიალი;

2 Save the Children International- წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში;

3.საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია;

4. პარტნიორობა ბავშვებისთვის

5.საქართველოს ასოციაცია  ს-ო-ს  ბავშვთა სოფელი;

6.პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

7.რეგისტრირებული კავშირი საქართველოს ბავშვები