კოალიციის საბჭოს რეგულარული N2 შეხვედრა გაიმართა

კოალიციის საბჭომ  2018 წლის მარტიდან განახლებული ფორმატით დაიწყო მუშაობა და  შეთანხმებისამებრ, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება  საბჭოს რეგულარული სამუშაო შეხვედრები. 2018 წლის 4 აპრილს  მორიგი  შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა კოალიციის სამუშაო ჯგუფების მუშაობის ფორმატი, კოალიციის “ქცევის კოდექსის”  სამუშაო  დოკუმენტის ვერსია და კოალიციის წევრი ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებზე დარეგისტრირებულ ორგანიზაციათა სია. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები. საბჭოს მორიგი  სამუშაო შეხვედრა გაიმართება ამა წლის 20 აპრილს. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით საბჭოს შემდგომი რეგულარული შეხვედრები იქნება ღია  კოალიციის წევრებისთვისაც.