კოალიციის საერთო კრებამ ახალი საბჭო აირჩია

26 ნოემბერს კოალიციის საერთო კრება გაიმართა და  არჩეულ იქნა კოალიციის საბჭო.  კოალიცია  დიდ მადლობას უხდის 2017-2018 წლის განმავლობაში საბჭოს გაწეული შრომისათვის და საბჭოს ახალ შემადგენლობას ვუსურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას.

კოალიციის საბჭოს წევრებად აირჩა  ხელმეორედ 5 ძველი საბჭოს  წევრი და 2 ახალი წევრი:

  1. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
  2. World Vision საქართველო
  3. გადავარჩინოთ ბავშვების საქართველოს ოფისი
  4. საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი
  5. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  6. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
  7. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის

საერთო კრების გადაწყვეტილებით  კოალიციაში გაწევრიანდა 7  ახალი ორგანიზაცია

სრული წევრი:

  1. ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია
  2. ახალგაზრდული აზროვნება
  3. საფარი
  4. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)
  5. კავშირი „მშობელთა თანადგომა“
  6. მშობელთა საინფორმაციო ცენტრი (PIC)

ასოცირებული წევრი:

  1. ბავშვი და გარემო

საერთო კრების წევრები გაეცნენ კოალიციის 2017-2018 წლის საქმიანობის ანგარიშს,  ასევე დაამტკიცეს საბჭოს მიერ წარდგენილი შემდგომი დოკუმენტები: კოალიციის 2019 წლის სტრატეგია, თემატური ჯგუფების ფორმირების ახალი წესი, კოალიციის ბავშვთა უსაფრთოხების დაცვის პოლიტიკა   და დამტკიცდა ცვლილებები კოალიციის წესდებაში, რომელიც აისახება საჯარო რეესტრში უახლოეს პერიოდში.