კოალიციის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში

20-23 ივნისს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის წარმომადგენლები ანა აბაშიძე, ნანა გოჩაშვილი და ქეთევან კალანდაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბულგარეთში.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კოალიციის წარმომადგენლები  გაეცნენ ბულგარეთის ბავშვთა კოალიციის ‘”National Network for Children” მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღეს მათ საერთო კრებაში და შეხვედრები გამართეს  ქსელის სამდივნოს  წარმომადგენლებთან…  ბულგარული ბავშვის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების  ქსელის საერთო კრების შეხვედრისას ანა აბაშიძემ  მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება, თემაზე “ სტრატეგიული სამართალწარმოება ბავშვებისთვის“.

ვიზიტის მიზანი იყო  ორგანიზაციებს შორის გამოცდილებისა და  საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ბულგარეთის ორგანიზაციათა ქსელის მუშაობის ძირითადი მიმართულებების გაცნობა,ბავშვის უფლებების მონიტორინგის ანგარიშის „ Report Card “ მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაციის მიღება და მისი ადვოკატრიების ფორმებისა და ამ მიმართულებით არსებული მიღწევების გაზიარება.

სამუშაო ვიზიტი განხორციელდა პროექტის „Raise up Children’s Voice!“  ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის განვითარების სააგენტოს მიერ.