კომპანია „ნატახტარსა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენს. ღონისძიებას დაესწრო კოალიციის საბჭოს წევრები, „ფონდი ნატახტარის“, „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს“, კომპანია „ნატახტარის“ და მედიის წარმომადგენლები.
კოალიციისა და ფონდის ერთობლივი მუშაობის მიზანი იქნება მექანიზმის შექმნა და რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება, იმისთვის რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლონ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დახმარება და გაძლიერება. ადვოკატირების კამპანია ასევე ითვალისწინებს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას და მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფას. კამპანიის ფარგლებში მოეწყობა ასევე მედიავორკშოპი და სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან.

18951453_10213536986526988_7455180464867624277_n18952762_10213537089129553_1257128453426306182_n  18922051_10213537063888922_7467851611132452254_n19059731_10213536986446986_1118624065726120563_n  18920512_10213537108250031_6324020132470683456_n 18920564_10213536988887047_1222464252769895672_n