ლანზაროტის კონვენციის საერთაშორისო კონფერენციას კოალიციის წარმომადგენლები ესწრებიან

კოალიციის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები  ანა არგანაშვილი,  ანა აბაშიძე და მაია ცირამუა  8-9 აპრილს სტრასბურგში მონაწილეობას იღებენ  საერთაშორისო კონფერენციაზე „სამოქალაქო საზოგადოების  როლის გაძლიერება ლანზაროტის კონვენციის განხორციელებისა და მონიტორიგის პროცესში “

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში  გაზიარებულ იქნა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება:

  • სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ევროპასა (Barnahus) და ამერიკაში (Child Advocacy Center) შექმნილია სპეციალური ცენტრები. აღსანიშნავია, რომ აღნიშულ ცენტრებში ძალადობის მსხვერპლი ბავშვები იღებენ ყველა აუცილებელ მომსახურებას. სწორედ ამ ცენტრებში თანამედროვე მეთოდოლოგიით და ტექნოლოგიით ხდება ბავშვების  გამოკითხვა (Forensic Interviews), რომელსაც იყენებს შემდგომ სასამართლო.

იმ შემთხვევაში თუ  ქვეყანაში არ არსებობს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს საშუალოდ 14-ჯერ უწევთ გადატანილი ძალადობის შესახებ მოყოლა (პოლიციელი, ექიმი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე…). აღნიშნული პრაქტიკა იწვევს უმძიმეს მეორად ტრავმატიზაციას, რაც აზიანებს ბავშვის ფსიქიკას. არსებული პრაქტიკა ერთპიროვნულად ქმნის ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე მორგებული მომსახურებების არსებობის საჭიროებას.

  • 7 ქვეყანაში შეიქმნა ინტერნეტ პლატფორმა (სასწავლო კურსი) მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის. ვებ-გვერდზე განთავსებულია ვიდეოები, სადაც ყველას შეუძლია დარეგისტრირება და ცოდნის მიღება. მშობელი და მასწავლებელი, რომელიც გაივლის ონლაინ სწავლებას  შემდგომ მიიღებს სერტიფიკატს.

მაგალითად, ეს კურსი ასწავლის მშობელს, ბავშვის ასაკის მიხედვით რა სქესობრივი ქცევა არის განვითარების ასაკისთვის შესაფერისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი:  www. pvcmokymai.it

  • სლოვაკეთი: 2007 წლიდან ფუნქცინირებს პროექტი, რომლის მიზანია,  ბავშვების სექსუალური ძალადობის პრევენცია, 5-12 წლამდე ბავშვების ინტერნეტ და ICT უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით.

დაიწერა 23 საბავშვო ზღაპარი, რომლის  შესაბამისადაც შეიქმნა საბავშვო ანიმაციები.ანიმაციები შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტ ვებ-გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ორგანიზაციის ვებ-გვერდი: www.sheeplive.eu 

  • ბრიტანეთი: Internet Watch Foundation (IWF) – ორგანიზაცია ინტერნეტ სივრციდან  ხსნის მასალას, რომელიც ეხება ინტერნეტ სივრცეში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას/ ბავშვის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას, ბრიტანული კანონმდებლობის შესაბამისად. ორგანიზაციაში 13 ანალიტიკოსი მუშაობს.

„2018წ  მიიღეს 105 047 შეტყობინება, მოხსნეს 230 000.
2017წ  მიიღეს  80 319 შეტყობინება,  მოხსნეს 139 000

… მეტი ინფორმაცია ვრცელდება სოციალური მედიის გარეთ ვიდრე სოციალურ ქსელში. ტენდენციაა რომ სარეკლამო ბანერებზე გაიზარდა განთავსება…

…ვინაიდან არსებობს მოთხოვნა ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველ სურათებზე ინტერნეტში, ყოველთვის მოიძებნება მიმწოდებელი, ამიტომ საჭიროა მუშაობა მოთხოვნის შემცირებაზე…”

დამატებითი ინფრომაციისათვის იხილეთ ორგანიზაციის ვებ-გვერდი: https://www.iwf.org.uk/