ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“

ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“

დაარსების წელი: 1996 წელი. რეგისტრაციის  თარიღი: 1998 წელი

ორგანიზაცია მუშაობს სამი მიმართულებით:

I კომპონენტი მოზარდთა სამოქალაქო ცნობიერების განვითარება.

მიზანი: მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი შესაძლებლობების თვითრეალიზაცია და განვითარება სკოლებში და თემში; ბავშვთა უფლებების პოპულარიზაცია.

 სერვისი:

  1. ორგანიზაციას 1996 წლიდან აქვს შექმნილი მოზარდებისათვის ,,ლიდერთა სკოლა”/არაფორმალური განათლების ცენტრი.
  2. 2007 წლიდან ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს გურიის ახალგაზრდული პარლამენტი (გურიის  საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადგენლობა).
  3. 2011 წლიდან ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრი (სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის წევრი. პროგრამის – ,,ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში. ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაფინანსებულია USAID მიერ).

 ახალგაზრდები ბავშვთა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით:

  • აწარმოებენ ადვოკატირების კამპანიებს
  • გამოსცემენ მოსწავლეთა გაზეთს – ,,რვას+1“
  • ამზადებენ, საკუთარ სატელევიზიო გადაცემებს, რუბრიკით: ა) სტერეოტიპები და პროგრესი, ბ) ვითხოვ სიტყვას
  • ქმნიან დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს ,,უფლებებისათვის“
  • აწყობენ პრეზენტაციებს, დებატებს, მასტერკლასებს
  • ფუნქციონირებს – ბავშვთა ინტერაქტიური თეატრი
  • ეწყობა სათემო აქციები

II კომპონენტი _ სკოლების დემოკრატიზაციის კომპონენტი

მიზანი: განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმისა და სკოლის მართვის პროცესებში მშობლების, მოსწავლეებისა და თემის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობით, მოსწავლეთა საჭიროებებზე მიმართული დემოკრატიული და გამჭვირვალე სკოლის მართვის სისტემის ჩამოყალიბება.

სერვისი:

  1. 1. საჯარო სკოლების განვითარების ექსპერტთა ჯგუფის კონსულტაციები პარტნიორ საჯარო სკოლებში  თვითშეფასების, სტრატეგიული და ოპერაციული გეგმების დოკუმენტების მომზადების პროცესში;
  2. 2. ორგანიზაციას მომზადებული აქვს და სკოლებს სთავაზობს 20-მდე თემატურ ტრენინგს, მათ შორის:
  • თვითშეფასება
  • სტრატეგიული გეგემების შემუშავება
  • შინაგანაწესის შემუშავების პროცედურები
  • დისციპლინური საბჭოები სკოლაში
  • პროქტების წერა
  • ადვოკატირება
  • პედაგოგიური კვლევები
  • რეიტინგული შეფასება
  • და სხვა.

3) ფუნქციონირებას იწყებს ლიდერ პედაგოგთა სკოლა, რომლის მიზანია ახალგაზრდა მასწავლებლების უნარების განვითარება და მათი მომზადება სკოლაში პოზიტიური ცვლილებების ინიცირებისა და ზოგადად სასკოლო პროცესების დემოკრატიულობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

4) ატარებს კვლევებსა და მონიტორინგს ზოგადი განათლების აქტუალურ საკითხებზე, შემუშავებს რეკომენდაციებს, ადვოკატირებასა და ლობირებას უწევს მათ  შესაბამის უწყებაში

5) გამოსცემს  გაზეთს ,,საფეხური“.

III კომპონენტი სოციალური კეთილდღეობის  გაუმჯობესების კომპონენტი

 მიზანი: გურიის რეგიონის მოსახლეობის, განსაკუთრებით სოციალურად მოწყვლადი ფენების ინტერესების დაცვა.

სერვისი:

  • კვლევების საშუალებით, ახორციელებს ორი სამიზნე ჯგუფის 18 წლამდე პირების და მათი ოჯახების (მათ შორის შშმ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები), ასევე ხანდაზმულების სოციალური მდგომარეობის შეფასებას, რომლის შესაბამისადაც კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით ახდენს ცვლილებების ადვოკატირებას სოციალური დაცვის პოლიტიკაში.
  • სფეროს რეფორმირების პროცესში, სახელმწიფოს ეხმარება ალტერნატიული სოციალური მომსახურებების დანერგვაში.

გურიის  რეგიონში ადმინისტრირებას უწევს  მის მიერ  დანერგილ  2 სოციალურ მომსახურებას:

  1. 2007 წლიდან ,,მცირე საოჯახო სახლი“ (8 ბავშვი)
  2. 2012 წლიდან ,,ხანდაზმულთა სათემო მომსახურება“ (24 ბენეფიციარი).

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

www.apk.ge

YPUozurgeti@yahoo.com

http//www.facebook.com/apk.ge