ასოციაცია “ანიკა”

ასოციაცია “ანიკა”

ორგანიზაციის მისია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა, მათი ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა.

 მიზნები:  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, სადაც გარემო, ინფრასტრუქტურა იქნება ადაპტირებული, შშმ პირთა მშობლებს ექნებათ სოციალური გარანტიები, განვითარებული იქნება ისეთი სერვისები, რომელიც შშმ პირთა დამოუკიდებლად ცხოვრებას შეუწყობს ხელს. შშმ პირებს შეეძლებათ თანაბარ პირობებში განათლების მიღება და დასაქმება, მათი უფლებები დაცული და რეალიზებული იქნება.

ასოციაცია ანიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ხელს უწყობს შშმ პირების ინკლუზიასა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასოციაცია ანიკას განხორციელებული აქვს მრავალი სახის  აქტივობა, რომელიც ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შშმ პირთა უფლებების ადვოკატირებას: ტრენინგები, სემინარები, ფორუმები, ფოტო და სამხატრო გამოფენები, კინო ჩვენებები და ა.შ. ამ და სხვა აქტივობებში ჩართული ჰყავს შშმ პირები, მათი მშობლები, მედია პროფესიონალები, მასწავლებლები, სტუდენტები და საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი.

ასოციაცია ანიკა ერთ-ერთი პირველი ორგანიცაზიაა, რომელმაც ინიცირება გაუკეთა ინკლუზიურ განათლებას და გამოიწვია ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების აუცილებლობა, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტებში განხილულიყო ქვეყნის მასშტაბით ინკლუზიური განათლების განვითარება.

ასოციაცია ანიკას განხორციელებული აქვს 40-ზე მეტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მიმდინარე პროექტების სიაში კი შედის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული ინტეგრაცია საზოგადოებაში“ – რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათი შემდგომი დასაქმების მიზნით ეხმარება განივითარონ პროფესიული უნარები და დაეუფლონ სხვადასხვა ცოდნას. მოცემული პროექტის ხელშეწყობით 15-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი წარმატებით დასაქმდა. ასევე სახელმწიფოსთან ერთად ანხორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთა და ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამას. შშმ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამას კი დაემატა 3 წლიანი პროექტი – „თემზე დაფუძნებული მომსახურების გაუმჯობესება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის“ – რომელსაც ანიკა ორგანიზაციასთან „გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს წარმომადგენლობა“ ერთად ანხორციელებს და რომელიც ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვას და განვითარებას გულისხმობს. ასოციაცია ანიკამ ასევე დაიწყო საქართველოში ინოვაციური მოდელის პილოტირება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა პერსონალური ასსტენტის სერვისის დანერგვას და განვითარებას ისახავს მიზნად. მოცემული სერვისის განხორციელება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაიწყო, რომელსაც CSRDG-სთან პარტნიორობით ახორციელებს საქარველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო).