ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ (DCFG)

ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ (DCFG)

ააიპ“დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ (DCFG), არის აშშ ვირჯინიის შტატში არსებული ”Divine Child Foundation”-is ანალოგი ორგანიზაცია საქართველოში. მისი აღმასრულებელი დირექტორი, გილბერტ ლოურენს ჟულიენი, როგორც ქველმოქმედი,  2005 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში.

  1.    ორგანიზაციის  მიზანია:
  • ფსიქო-სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდება, შექმნა და განვითარება;
  • ფორმალური და არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფს შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოში მცხოვრები საზოგადოების ნებისმიერი წევრი, რომლიც საჭიროებს მიზნებით განსაზღვრული სერვისებით სარგებლობას. (მათ შორის საქართველოში მცხოვრები ზრდასრული და არასრულწლოვანი მოწყვლადი ჯგუფები)

  1.  ორგანიაციის საქმიანობის სახეები განისაზღვროს შემდეგნაირად:

      ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფის წევრებისთვის:

  • ფსიქოლოგიური ან/და სოციალური სერვისების   მიწოდება,შექმნა  და გაუმჯობესება;
  • ჯანდაცვის სისტემის განვითარება და სერვისებზე ხელმისაწვდომობა;
  • პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
  • არაფორმალური განათლების აქტივობების შემუშავება და განხორციელება;
  • განათლების არსებული სერვისების გაუმჯობესება და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა.
  • დასვენება-გაჯანსაღებაზე ზრუნვა
  • სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა

ააიპ“დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“,  2011 წლიდან ჩართულია მცირე საოჯახო ტიპის სახლების სახელმწიფო პროგრამაში და მართავს ოთხ მცირე საოჯახო ტიპის სახლს. თითოეულ სახლში ცხოვრობს     6 დან 18 წლამდე ასაკის 10-  10 ბავშვი. თითოეულ მსტ სახლში არსებულ 24 საათიან მომსახურებას,   უძღვება ერთი ლიდერი და ოთხი აღმზრდელი. ბავშვები დადიან სოფლის საჯარო სკოლაში. ისინი  თავიანთი ინდივიდუალური უნარებისა და სურვილის  გათვალისწინებით ღებულობენ როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას.

   ჩვენი ორგანიზაცია ზრუნავს ბენეფიციარებისა და მათი ოჯახების ნათესაური კავშირების აღდგენაზე.  ჩვენი პრიორიტეტია, ყველა ბავშვი დავაბრუნოთ საკუთარ ოჯახში. თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ სოციალურ სააგენტოსთან ერთად ვეძებთ ბავშვისთვის მიმღებ ოჯახს . ბავშვები რომლებიც ვერ დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახში ან ვერ გაშვილდნენ, 18 წლამდე რჩებიან მცირე საოჯახო სახლებში. DCFG  იღებს ვალდებულებას, მოვამზადოთ ბავშვები მომავალი, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

  ამჟამად,  ორგანიზაცია  მხცეთა-მთიანეთის რეგიონში ახორციელებს კიდევ ერთ, ევროკავშირის პროექტს; “საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები, სწავლების, ტრენინგების და დასაქმების გზით”

პროექტი  ითვალისწინებს  18+ ბენეფიციართა დასაქმებას.

ააიპ“დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“

იურიდიული მისამართი; წინამძღვრიშვილის ქ.# 107

ს/კ404406308     ელ.ფოსტა: lalicercvadze@gmail.com   მობ.: 574557554