ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“

ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“

გიფ-თბილისი ეხმარება პროფესიულ საზოგადოებებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს და სხვა განვითარების ხელშემწყობ ინსტიტუციებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე დამყარებული ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

„გლობალური ინიციატივას ფსიქიატრიაში“ სწამს, რომ ყოველ ადამიანს ამ სამყაროში  თავისი შესაძლებლობების სრულად რეალიზების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მისი პიროვნული მოწყვლადობის ან ცხოვრებისეული გარემოებების მიუხედავად.

ორგანიზაცია თავის მისიად მიიჩნევს ჰუმანური, ეთიკური და ეფექტური ფსიქიკური დახმარების სამსახურების ხელშეწყობას და ცალკეულ პირთა და ორგანიზაციათა გლობალური ქსელის მხარდაჭერას მათ მიერ პროგრესული რეფორმების შემუშავების, ლობირებისა და განხორციელებისთვის.

გიფ–თბილისი მუშაობს მიკრო, მეზო და მაკრო დონეებზე შემდეგი საპროგრამო მიმართულებებით:

  •  ადამიანის უფლებების დაცვა და ადვოკატირება
  •  ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა
  •  სასამართლო ფსიქიატრია და ფსიქიკური ჯანმრთელობა ციხეში
  •  ფსიქოტრავმა და ფსიქოსოციალური დახმარება
  •  დეინსტიტუციონალიზაციის და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა
  •  კანონმდებლობა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა
  •  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ხელშეწყობა
  •  აივ/შიდსი და ფსიქიკური ჯანმრთელობა.

 

მისამართი: ყიფშიძის ქ. 49ა, თბილისი 0179, საქართველო

ტელ. (+995 32) 2214006/08; 2235314

ელ-ფოსტა: tbilisi@gip-global.org

www.gip-global.org