გადავარჩინოთ ბავშვები

გადავარჩინოთ ბავშვები

ორგანიზაციამ ,,გადავარჩინოთ ბავშვები“ ჰუმანიტარული მისიით 1993 წელს დაიწყო ფუნქციონირება საქართველოში და მას შემდეგ უკვე 22 წელია აქტიურად ახორცილებს პროექტებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი უკეთესი მომავლისათვის. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, მათ შორისაა ბავშვთა კეთილდღეობის, დეინსტიტუციონალიზაციის  და ინკლუზიური განათლების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც გაიწერა ახალი პროცედურები, გაიდლაინები, შეიქმნა სახელმძღვანელოები და განხორციელდა პროექტები, რომლებიც წარმატებით გადაიბარა სახელმწიფომ.

დღესდღეობით ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებაა ოჯახების გაძლიერება, მათი მხარდაჭერა არსებული მომსახურებების განვითარებით,  ინკლუზიური განათლება, ადრეული განვითარება და სკოლამდელი სისტემის გაუმჯობესება.

 ორგანიზაციის ვებ-გვერდის სანახავად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდგომ ბმულზე: https://georgia.savethechildren.net