ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი

ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი

 ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო, საქველმოქმედო ფონდი 1999 წლის 14მაისს შეიქმნა.  ფონდის დამფუძნებლები და წევრები არიან მშობლები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ის სირთულეები, რაც ამ დაავადებას შიძლებათან ახლდეს და ის დიდი სულიერი შვება, რაც საზოგადოების მხარდაჭერამ შიძლება მოგვიტანოს. ფონდმა მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო–ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში დაამკვიდრა ხელოვნებითი თერაპია, მოზარდებთან ყოველდღე დადიან ხატვის, ძერწვის, ხელგარჯილობის, სიმღერის პედაგოგები. ხელოვნებასთან ზიარება  ხელს უწყობს მათი  გამოჯანმრთელების პროცესს და ეხმარება  მოზარდებს ხანგრძლივი მკურნალობის სირთულეების დაძლევაში..

2013 წელს “ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი”  გახდა კოალიცია “ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის”  წევრი.

2014 წლიდან, ფონდი არის მშობელთა კონფედერაციის CCI (Childhood Cancer International) წევრი. კონფედერაცია აერთიანებს  90 ქვეყნის 177 ორგანიზაციას.

“ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი” “ლეიკემიით  დაავადებულ ბავშვთა დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის”  ერთ–ერთი დამფუძნებელია. სააკორდინაციო ჯგუფი აერთიანებს ხუთ ორგანიზაციას.„საქართველოს პედიატრ–ჰემატოლოგთა და ონკო–ჰემატოლოგთა კავშირი“, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, „ ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა ასოციაცია“, „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“, „ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ფონდი“

ფონდის  ხელმძღვანელი -მანანა ჩუბინიძე ამავე დროს არის  საქართველოში დაფუძნებული ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის (I WAG)  წევრი.

 

ფონდის მისამართია:

ირაკლი აბაშიძის ქ. 10

თბილისი 0179, საქართველო

ტელ/ფაქსი:  +995 32 223 38 95

მობ. + 995 599 92 22 85

ელ.ფოსტა:  mananachubinidze@yahoo.com

www.fund.8m.com