ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის

ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის

 

„ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ (ISC) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2013 წელს. ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს გაძლიერებისკენ მიმართული მომსახურების განვითარებისა და მდგრადი პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ინტერესთა დაცვისა და კეთილდღეობისათვის. ორგანიზაცია, თავისი საქმიანობით, ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ადამიანს აქვს საკუთარი პოტენციალის რეალიზების სრული შესაძლებლობა. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სოციალური სამართლიანობის, გენდერული თანასწორობისა და თანამონაწილეობის პრინციპებს. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ინდივიდი უნიკალურია და ადამიანთა მრავალფეროვნება წარმოადგენს საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან რესურსს. ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებებს წარმოადგენს:

მიმართულება N1. ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა

მიმართულება N2. ახალგაზრდების გაძლიერება და მონაწილეობა

მიმართულება N3. გენდერული თანასწორობა

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მობ: 591 11 50 51

ელ.ფოსტა: isc.changes@gmail.com

ვებგვერდი: www.isc.org.ge

FB ბმული: www.facebook.com/InitiativeforSocialChanges