კავშირი ორიონი

კავშირი ორიონი

კავშირი “ორიონი”  ორიენტირებულია სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვების საზოგადოებაში სულიერ, სოციალურ დაინტელექტუალურ ადაპტირებაზე. კავშირის ბაზაზე ფუნქციონირებს საბავშვო ცენტრი, რომელიც ამჟამად ზესტაფონის რაიონში ოფიციალურად რეგისტრირებული 182 შშმ ბავშვიდან 60 ბავშვს სამედიცინო დასოციალურ მომსახურებას უწევს, ბინაზე მომსახურების ჩათვლით.

ამასთან ერთად, კავშირმა დააარსა მშობელთა კლუბი, სადაც შშმ ბავშვების მშობლებს უტარდებათ ტრენინგები და ლექციები შესაბამის სამედიცინო და სამართლებრივ საკითხებზე. ეწყობა შეხვედრები ადგილობრივ მთავრობასთან.