ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო ასოციაცია

ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო ასოციაცია

2000 წელს პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით დღის წესრიგში დადგა მშობელთა კავშირის შექმნა – ჩამოყალიბდა „ლეკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია“.

არასამთავრობო, არამომგებიანი კავშირი „ლეკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია“ რეგისტრირებულია ქ. თბილისში 2000 წელს (რეგისტრაციის №100330208), და თავის შემადგენლობაში ექიმებს, პაციენტებს, მათი ოჯახის წევრებსა და მოხალისეებს აერთიანებს.

ასოციაციის ძირითადი მიზნებია:

ბავშვთა ასაკის ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე პრინციპების დანერგვა და ხელშეწყობა;

ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სოციალურ პრობლემებზე ზრუნვა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;

პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა – განათლება, დასაქმება და მათი უფლებების დაცვა.

ასოციაციის ხედვა:

სრულყოფილი ზრუნვა ლეიკემიის და მძიმე ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის შეიძლება განხორციელდეს შემდეგი აქტივობებით:

კოორდინირებული მოქმედება სხვა მსგავსი მიზნების მქონე ორგანიზაციებთან;

გამოცდილების და ცოდნის გაზიარება ონკო-ჰემატოლოგიის სფეროში;

პროფესიული განათლების ხელშეწყობა;

ოჯახის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება, რათა შესაძლებელი გახდეს ბავშვთა ასაკის ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების პროგრამების სტრატეგიული განვითარება;

თანამშრომლობა ისეთ გლობალურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, SIOP და ა.შ.