მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ასოციაცია

მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ასოციაცია

მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ასოციაცია შექმნილია მცირე საოჯახო ტიპის სახლების მართვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების მიერ.

ასოციაციის ძირითადი მიზნებია, ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში:

  • ალტერნატიული ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა;
  • მცირე საოჯახო ტიპის სახლების ხარისხის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
  • მცირე საოჯახო ტიპის სახლების შიდა მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა;
  • საქართველოს კანონმდებლობისა და ბავშვზე ზრუნვის ეროვნული სტანდარტების გათვალისწინებით, პოლიტიკის დონეზე ალტერნატიული ზრუნვის ერთიანი ხარისხის მართვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
  • ადვოკატირება პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების კუთხით;
  • რესურსების მოძიება;
  • აღმზრდელების მოძიების, შერჩევისა და პროფესიული განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნა
  • ასოციაციის დამფუძნებელი/პარტნიორი ორგანიზაციების ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება და ალტერნატიული მომსახურების განვითარებისა და ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება/ერთიანი პრაქტიკის დანერგვა.

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ალ. ყაზბეგის გამზ., №11″ა”

ელექტრონული ფოსტა: sgha.info@gmail.com

აღმასრულებელი დირექტორი: მარინე შაღაშვილი-ქავთარაძე

ტელეფონი:  591919205

Legal address: Georgia, Tbilisi, Vake-Saburtalo region, Al. Kazbegi ave, №11 “a”

e-mail: sgha.info@gmail.com

Executive Director: Marine Shaghashvili-Kavtaradze

Telephone: 591919205