პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შეიქმნა 2012 წელს. ორგანიზაციის მიზანია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ქალთა, ბავშვთა და ხანდაზმულთა და სხვა ,,მოწყვლადი“ ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, უფლებათა დარღვევის პრევენცია, უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი. მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან და სტანდარტებთან. მიზნის მისაღწევად, საზოგადოება ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ქალთა, ბავშვთა და ხანდაზმულთა და სხვა ,,მოწყვლადი“ ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და საზოგადოებაში მათი უფლებების მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას, რაც მიიღწევა:

  • ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციისა და სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფით.
  • სტრატეგიული სამართალწარმოების გზით სოციალური ჯგუფების დისკრიმინაციის შემთხვევების სასამართლოში წარმომადგენლობით.
  • ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის მხარდაჭერით.
  • ადამიანის უფელებების სფეროში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაძლიერებით.
  • სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ორგანიზებით.
  • სამართლებრივი და სოციალური კვლევების ჩატარებით, რომელიც საფუძვლად ედება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ადვოკატირების კამპანიას.

პარტნირობა ადამიანის უფლებებისთვის

თბილისი 0193, ალექსიძის 1, კორპ. #2; ბ.26

ტელ: + 995 032 2 33 13 56; მობ: +995 591 99 48 15

ელ-ფოსტა: phr.georgia@gmail.com