პარტნიორობა ბავშვებისთვის

პარტნიორობა ბავშვებისთვის

ორგანიზაციის ხედვაა საზოგადოება, სადაც ყველა ბავშვს აქვს თანაბარი შესაძლებლობა აღიზარდოს და განვითარდეს მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში.

 ორგანიზაციის მისიაა, შექმნას, განავითაროს და ბავშვებსა და მოზარდებს მიაწოდოს ოჯახის დამხმარე და ოჯახის ჩამნაცვლებელი მრავალფეროვანი მომსახურებები, რაც უზრუნველყოფს მათ ოჯახურ გარემოში აღზრდასა და ჰარმონიულ განვითარებას.

 ორგანიზაციის ღირებულებები:

  • ჩვენი საქმიანობის ძირითადი ღირებულება ბავშვთა ჭეშმარიტი ინტერესების და მათი უფლებების დაცვაა
  • ჩვენ მოწოდებულები ვართ ვიმუშაოთ მაღალი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს საქმეს
  • ჩვენ ვმუშაობთ ინკლუზიურად და პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს
  • მდგრადი შედეგების მისაღწევად ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან
  • ჩვენი კომუნიკაცია ღია და გამჭვირვალეა
  • ჩვენ განვითარებაზე ორიენტირებული და მუდმივად პროგრესირებადი ორგანიზაცია ვართ