რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი

რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი

რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი – დაფუძნდა 2013 წელს  შვეიცარული ფონდის „კავკასიის თანამშრომლობის ფონდი ახალგაზრდების განვითარებისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე.

მიზანი:  მომსახურების გაწევით ფინანსების აკუმულირება და ამ თანხების გამოყენება საქართველოში სკაუტინგის განსავითარებლად, კერძოდ არაფორმალური განათლების გზით მოზარდი თაობისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა.

რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის სერვისები: ცენტრს ერთდროულად შეუძლია 70 ადამიანის მიღება/დაბინავება;

სატრენინგო მომსახურება (საკონფერენციო დარბაზებს აღჭურვილს   თანამედროვე ტექნიკით)

რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის მიმდინარე პროგრამები:

  • საკვირაო სკოლა მოსწავლეებისთვის, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ ბავშვების არაფორმალურ განათლებაში ჩართულობას და მათთვის საზაფხულო ბანაკების უზრუნველყოფას.
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „საქართველოს მოხალისის“ კოორდინირება ქვემო ქართლის რეგიონში.
  • ევროპის მოხალისეობის სერვისის (EVS)  მოხალისეების მიღება- მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებით.
  • Erasmus+ პლატფორმაზე ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებსა და სემინარებში თანამონაწილეობა და ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ქ.რუსთავი, ბალანჩივაძის # 9

ელ.ფოსტა: datometreveli@yahoo.com

მობ.: 599 94-74-19

ვებგვერდი: www.iscr.ge

საკონტაქტო პირი: დავით მეტრეველი