საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი

საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი

საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი, არასამთავრობო ორგანიზაციად 1994 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა.  1998 წლის დეკემბრიდან საქართველოს კარიტასი გახდა საერთაშორისო კარიტასისა და კარიტას ევროპის მსოფლიო კავშირის წევრი.

საქართველოს კარიტასი  არსებობის დღიდან ეხმარება ყველაზე გაჭირვებულ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა. ესენი არიან მარტოხელა და უმწეო მოხუცები, სოციალურად დაუცველი, ქუჩაში მცხოვრები და მზრუნველობამოკლებული ბავშვები, და ა.შ.

საქართველოს კარიტასი მიზნად ისახავს ადამიანის და სოციალური სამართლის განვითარებას, გაჭირვებული ადამიანებისთვის ხელის გამართვას, მათი ღირსებებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას ქრისტიანული ღირებულებების  და ადამინაური ღირსების  გათვალისწინებით.

საქართველოს კარიტასის პრიორიტეტული პროგრამებია:

  • ბავშვების და ახალგაზრდების დაცვა და განვითარება
  • ჯანდაცვა და სოციალური ზრუნვა
  •  თემების და ინდივიდუალური პირების მდგრადი განვითარება
  •  საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და მზადყოფნა

 

საკონტაქტო პირები:

ანაჰით მხოიან, დირექტორი;

   ტელ: 591 78 80 80; ელ. ფოსტა: director@caritas.ge

   თამარ შარაშიძე, პროგრამის მენეჯერი (მცირე საოჯახო სახლები, მიუსაფარ ბავშვთა მომსახურებები, ზრუნვიდან გასული ახალგაზრდები).

   ტელ: 591 229 201; ელ. ფოსტა: tamar.sharashidze@caritas.ge

   დავით ყარყარაშვილი, პროგრამის მენეჯერი (დღის ცენტრები, ხელოვნების სტუდია, დედათა და ბავშვთა ცენტრი).

   ტელ: 599 15 83 22; ელ. ფოსტა: david.karkarashvili@caritas.ge