საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი

SOS Children’s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 133 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით.

ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია საკუთარი წესდება და ჰყავს გამგეობა. ჩვენი ასოციაცია მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად.

ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების საშუალებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით.