სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია

სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია

    „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების  ასოციაცია“ 1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშვთა მშობლების მიერ.

  • ასოციაციის მისიაა:
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა, ღირსული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა.

            შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა  და მოზრდილთა  საზოგადოებაში  ინტეგრირება  სწავლების  ინკლუზიური  მეთოდების  გამოყენებითა  და სხვადასხვა კულტურულ,   სპორტულ  ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.

            თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა პროფესიული სახელობო განათლებისა და დასაქმების სფეროში. სოციალური   რეაბილიტაციის   მრავალპროფილიანი სახელობო ინკლუზიური ცენტრების შექმნა,       ინტელექტუალური    შეზღუდვის   მქონე   პირთა   საჭიროებებზე      მორგებული   ალტერნატიული   სერვისების    განვითარება, სოციალური მეწარმეობის განვითარება და შშმ  პირთა დასაქმება.

             საზოგადოების ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა შშმ პირთა დასაქმების შეუძლებლობაზე.

  • ასოციაციის მიზანია:

   არა მხოლოდ სმენისა დსა მეტყველების, არამედ ინტელექტუალური   შეზღუდვის,   ფსიქო-ემოციური, მრავლობითი  დარღვევისა  და ფიზიკური   შეზღუდვის  მქონე ბავშვთა, მოზრდილთა  და მათ მეურვეთა უფლებების დაცვა,  შშმ პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, განათლების, ხელოვნების, სპორტის, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა.

   მიზნობრივი     ჯგუფი:

შშმ    ბავშვები,   ახალგაზრდები;

 შშმ   პირთა   მშობლები,  მხარდამჭერები.

  • საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
  • დღის ცენტრის სერვისის მიწოდება;
  • შშმ ბავშვთა, მოზრდილთა  და მათი ოჯახების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
  • ადვოკატირება;
  • შშმ ბავშვთა და მოზრდილთა განათლება;
  • განათლების ინკლუზიური მეთოდების მოდელირება;
  • პროფესიული გადამზადება;
  • სოციალური მეწარმეობა;
  • შშმ პირთა     დასამქმება;
  • საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

სოციალური   მეწარმეობის   განვითარება.

  • საკონტაქტო ინფორმაცია:

 ასოციაციის ხელმძღვანელი_ მაია ასაკაშვილი

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ.73 .   თბილისი,  საქართველო.

ტელ: + 995 322 32 34 82;     E-mail: asakashvili_maia@yahoo.com