ასოციაცია ,,უფლება ჯანმრთელობაზე”

ასოციაცია ,,უფლება ჯანმრთელობაზე”

ასოციაცია ,,უფლება ჯანმრთელობაზე” დაფუძნდა 2008 წელს, ექიმების, საზოგადოებრივი ჯანდცავის მუშაკების, იურისტებისა და ეკონომისტების მიერ. ამჟამად ასოციაციაში გაერთიანებულია 20 წევრი.

ასოციაციის მისია:

ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ცოდნის გავრცელებას და დანერგვას, ადამიანის ,,ჯანმრთელობაზე უფლების” დაცვას.

ასოციაციას მიზნებია:

 ხელი შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და განვითარებას;
 მოამზადოს და გამოსცეს სამედიცინო, იურიდიული და სხვა ხასიათის ლიტერატურა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელბისათვის; ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისათვის;
 გამოსცეს და გაავრცელოს საგანმანათლებლო- საინფორმაციო ლიტერატურა, ბროშურები, ბუკლეტები, მონოგრაფიები ადამიანის უფლებების შესახებ ჯანდაცვის სფეროში;
 განავითაროს ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვისა და სამედიცნო მომსახურების სფეროში სასწავლო-საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მუშაობა;
 შეიმუშაოს ბავშვთა და მოზარდთა უფლებების დაცვის შესახებ სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამები, ჩაატაროს ტრენინგები, სასწავლო შეხვედრები და მოამზადოს შესაბამისი მასალები;
 დაგეგმოს, მოამზადოს და მოაწყოს კონფერენციები და სემინარები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე;
 მოამზადოს ტელეგადაცემები ჯანდაცის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ასევე სხვა აქტუალურ თემებზე;
 სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად ჩაატაროს სოციალურად დაუცველ პირთა, (მოხუცთა, ძალადობის მსხვერპლთა, უდედმამო და მზრუნველობას მოკლებულ და უნარშეზღუდულ, ფსიქიკური პრობლემების მქონე და რისკის ზონებში მყოფ პირთა) ადამიანის უფლებების, სოციალური და სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი;
 ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას სამედიცნო მომსახურების განხორციელების პროცესში, პაციენტის უფლებების შესახებ კანონმდებლობის პოპულარიზაციის გზით;
 დაგეგმოს და მოამზადოს შეხვედრები, დისკუსიები სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან, ჯანდაცვის ორგანიზატორებთან, ექიმებთან, საშუალო მედპერსონალთან ჯანდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ;
 დაამყაროს კონტაქტები და განავითაროს საქმიანობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოეთისა და ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
 დაამყროს ურთიერთობა საერთაშორისო ფონდებთან, კავშირის მიზნების განხორციელების მიზნით.

Aასოციაციის პრეზიდენტი: ექიმი ირმა მანჯავიძე, მობ. +995599515090

ასოციაციის აღამასრულებელი დირექტორი: იურისტი მარინა კვაჭაძე +995599574811
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ-ფოსტა: რიგჰტსტოჰეალტჰ@გმაილ.ცომ
მისამართი: გამსახურდიას გამზ.31 ვ, ბ 17, თბილისი, საქართველო
ტელ: (+99532) 374868 ფაქსი: (99532) 227768