წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი / GCRT

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი / GCRT

GCRT დაარსდა 2000 წელს წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო საბჭოს (IRCT, კოპენჰაგენი, დანია) ხელშეწყობით.
ცენტრი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის 1975 წლის ტოკიოს დეკლარაციით, გაეროს 1984 წლის წამების საწინააღმდეგო კონვენციით და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით, რომლებიც კრძალავენ წამების, სასტიკი და დამამცირებელი ან სხვა არაჰუმანური მოპყრობის გამოყენებას.

GCRT მონაწილეობს საქართველოში არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობის შემთხვევების პრევენციასა და დაზარალებულთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში, მხარს უჭერს საერთაშორისო და ადგილობრივ ინიციატივებს, ორგანიზაციებსა და სააგენტოებს, რომლებიც არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ მოქმედებენ. მონაწილეობას იღებს წამებისა და მისი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებაში, გამოავლენს და ზედამხედველობას უწევს წამების შემთხვევებს, ხელს უწყობს წამების ფაქტების რაოდენობის შემცირებას.

GCRT მხარს უჭერს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი სფეროს – ფსიქოტრავმატოლოგიის განვითარებას.