World Vision

World Vision

1994 წელს World Vision-მა ოფისი გახსნა საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა ეკონომიკური დახმარების გაწევას და საქართველოს ღარიბი და დაუცველი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას. ამჟამად World Vision-ის საქართველოს ოფისის ყველა პროექტი ორგანიზებულია ორი ძირითადი კომპონენტის გარშემო: ბავშვები და ახალგაზრდები, და სიღარიბის დაძლევა. პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას. ჩვენი საქმიანობა თემის განვითარებაზეა ორიენტირებული და გრძელვადიან ინტერვენციას გულისხმობს.

World Vision-ს არჩეული აქვს მდგრადი მიდგომა, რომლის მეშვეობითაც ბავშვის კეთილდღეობის გაუმჯობესება გულისხმობს მოცემული ბავშვის ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო ობიექტების პირობებისა და ხარისხის გაუმჯობესებას და ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას.

World Vision-ის საქართველოს ოფისი ქვეყნის ოთხ გეოგრაფიულ რეგიონში ახორციელებს საქმიანობას: იმერეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და ახლა უკვე თბილისში. ჩვენი რეგიონული პროექტები სამხარეო განვითარების პროგრამის სახელით არის ცნობილი.

World Vision-ის საქართველოს ოფისის ზოგადი მიზანია, რომ ბავშვები ცხოვრობდნენ ჯანსაღ და აქტიურ საზოგადოებაში, რომელიც ინკლუზიური და ტოლერანტულია და თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა ყველასთვის.

World Vision საქართველოს სათაო ოფისი

დ. აღმაშენებლის პროსპექტი, #61
საქართველო, თბილისი, 0102
ტელ: 995 32 2157515

საკონტაქტო პირები

ელ.ფოსტა: ana_chkhaidze@wvi.org, Mariam_Khotcholava@wvi.org

იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ოფისი

გოგებაშვილის ქ. #11
საქართველო, ქუთაისი, 4600
ტელ: 995 431 24 15 51

კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ოფისი

გვირაბის ქუჩა #13,
საქართველო, თელავი, 2200
ტელ:  995 350 27 20 03

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ოფისი

გვარამიძეს ქ. #21
საქართველო ახალციხე, 0800
ტელ: 995 365 22 22 83