სამინისტროში დღის ცენტრების ქვეპროგრამის მოდიფიკაციისთვის სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება

11 ოქტომბერს კოალიცია წევრ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროს ნინო ოდიშარიას და მის თანამშომლებს  შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადად განხილულ იქნა  კოალიციისა და მისი წევრი ორგანიზაციების მიერ გამოკვეთილი სირთულეები, შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის არ მქონე ბავშვთა დღის ცენტრებთან მიმართებაში, რომელთა დაკავშირებითაც სამინისტროს წერილობით მივმართეთ ამა წლის ივლისის თვეში. შეხვედრაზე ქალბატონი ნინო ოდიშარიას მხირდან ინიცირებულ იქნა სამინისტროს ბაზაზე სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდება დღის ცენტრის მომსახურების მიმწოდებლებით, სამინისტროს წარმომადგელნებითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებით.  სამუშაო ჯგუფი იმუშავებს მიმდინარე ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრისათვის შესაძლო გზების მოძიებასა და  ზოგადად  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არ მქონე ბავშვთა დღის ცენტრების მიზნობრიობის, სამიზნე ჯგუფის და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხებზე არსებული ქვეპროგრამის ფარგლებში.  სამუშაო ჯგუფის  ჩამოყალიბება და პირველი შეხვედრა იგეგმება ოქტომბრის თვის ბოლომდე.

კოალიცია და მისი წევრი ორგანიზაციები მიესალმებიან სამინისტროს ბაზაზე სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას  და ვიმედოვნებთ, რომ ჯგუფის მუშაობა ეფექტური იქნება და მიღებული შედეგით შესაძლებელი იქნება ყველაზე მოწყვლადი  ბავშვების საჭიროებების ეფექტური დაკმაყოფილება.