ბილინგვური ადრეული განათლების სამუშაო შეხვედრა კოალიციამ ჩაატარა

კოალიცია   ადრეული განათლების ექპერტიზის მქონე წევრებთან, Workd Vision საქართველო, კივიტას გეორგიკა, მაკლეინის ასოციაცია, გადავარჩინოთ ბავშვების საქართველოს ოფისი და სტუდია ეიდისისთან ერთად მუშაობა დაიწყო ადრეული ბილინგვური განათლების საკითხებზე.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 9 ივლისს, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა „ბილინგვური ადრეული განათლება საქართველოში“, სადაც მოუწვეულნი იქყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ბაღების, მუნიციპალიტეტებისა და  სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კოალიციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში არსებული მდგომარეობა, არსებული ადრეული ბილინგვური განათლების საპილოტე პროგრამები,  მიღწევები და გამოწვევები. კოალიციის ექსპერტმა, თინათინ კუგურაძემ, მონაწილეებს წარუდგინა ადრეული ბილინგვური განათლების სხვა ქვეყნების გამოცილდილება და მათ მიერ გაზომილი შედეგები.

შეხვედრაზე მონაწილეთა აქტიური ჩართულობით მოხდა იმ მნიშნელოვანი სფეროების იდენტიფიცირება, რომელიც საჭიროებს ადვოკატირებას ბილინგვური ადრეული განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის.

კოალიცია კვლავ გეგმავს დაინტერესებულ მხარეებთან და სფეროს ექსპერტებთან შეხვედრებს, რათა მოხდეს საბოლოო ადვოკატირებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი დოკუმენტაციისა და გეგმის შემუშავება.

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ადრეულ ასაკში ბავშვის მიღწევების ხელშეწყობა დახვეწილი სწავლების გზით“ ფარგლებში, შავიზ ზღვის რეგიონში 6 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად,   World Vision გერმანიიის ფინანსური მხარდაჭერით.

66608099_877211905973605_3131820376204509184_n 67245389_429850934274974_3315836794007715840_n