ტრენინგი თემაზე “ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები” კოალიციის წევრი ორგანიზაციებისთვის ჩატარდა

კოალიციის წევრი ორგანიზაციების ორგანიზაციული გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით კოალიციამ, კოალიციის საბჭოს წევრი ორგანიზაციების მხარდაჭერით, დაიწყო ტრენინგების ციკლი. პირველი ტრენინგი, 18 მაისს,  “ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები – სამართლებრივი ფაქტორები და დამოკიდებულებები”  World Vision –ის ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერმა, მაია მგელიაშვილმა და ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის იურისტმა, თამარ რობაქიძემ ჩაატარეს. ტრენინგს ესწრებოდნენ კოალიციის წევრი ორგანიზაციების თანამშრომლები. შეხვედრის მიზანი იყო  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბაშვევების პრობლემების სამართლებლივი კუთხით განხილვა და მათ მიმართ არსებული დამოკიდებულებების გააზრება.

შემდგეგი ტრენინგი თემაზე “ სკოლამდელი განათლების რეფორმა და გამოწვევები” დაგეგმილია ივნისის თვეში.