გაწევრიანება

ახალი წევრების მიღების პროცედურა

„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ (შემდგომში კოალიცია) წევრი შეიძლება გახდეს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია (შემდგომში ორგანიზაცია), რომლის ღირებულებებიც შეესაბამება კოალიციის მისიას, ხოლო საქმიანობა პასუხობს კოალიციის მიზნებს

გაწევრიანების პროცედურები  დამტკიცებული კოალიციის საბჭოს მიერ (2019 წლის 20 მარტის საბჭოს სხდომა):

  1. გაწევრიანების მსურველი ორგანიზაცია აგზავნის გაწევრიანების მოთხოვნას საჭირო დოკუმენტაციებთან ერთად კოალიციის ელ. ფოსტაზე coalitionccy@gmail.com;
  2. კოალიციის სამდივნო მორიგ საბჭოს სხდომაზე წარადგენს კოალიციაში გაწევრიანების მსურველ კანდიდატ ორგანიზაციას;
  3. საბჭო წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფიქსირდება საბჭოს სხდომის ოქმის ფორმით. საბჭოს აქვს უფლებამოსილება მოითხოვოს წევრობის მსურველი კანდიდატისაგან დამატებითი დოკუმენტაცია ან წარმომადგენელთან გასაუბრება;
  4. საბჭოს გადაწყვეტილება ეგზავნება კანდიდატ ორგანიზაციას ელ. ფოსტაზე

გაწევრიანებისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • წევრობის აპლიკაციის ფორმა
  • ორგანიზაციის წესდება
  • ორგანიზაციის რეგისტრაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

ორგანიზაციის ლოგო (სავალდებულოა ასეთის არსებობის შემთხვევაში)

წევრობის აპლიკაციის ფორმა